13:47 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 14:30:53, 3829 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საერთაშორისო კონფერენციაზე „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ სიტყვით გამოვიდა.

მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა გახსენეს.

იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არბიტრაჟის სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. მისი თქმით, ამ გამოცდილებას წარმატებასთან ერთად გამოწვევებიც ახლავს.

„ჩვენ გამოვიტანეთ წარსულიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილები და ახლა ძლიერი იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოებით, საერთაშორისო შესაძლებლობებით და მთავრობის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო მიიწევს წინ, რომ გახდეს რეგიონის წამყვანი ცენტრი საარბიტრაჟო მიმართულებით. რომ არა მთავრობის მხარდაჭერა, ამ ამბიციური გეგმის განხორციელებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა,“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსექტორისთვის ყოველმხრივ იდეალური გარემო შექმნას, მათ შორის, დავების გადაჭრის მიმართულებით. ეს ეხება როგორც ძლიერ სასამართლოს, ისე არბიტრაჟს და მედიაციას, რომელიც მხარეებისთვის დავების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საშუალებაა.

თეა წულუკიანის განცხადებით, არბიტრაჟის განვითარებისათვის ქვეყანაში არსებობს მთავრობის ურყევი ნება, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში სწორედ არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც უკვე მეშვიდე წელია, მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის სრულფასოვანი განვითარებისთვის შიდაპოლიტიკურ ნებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ მასშტაბური ფორუმია, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და წელს მეექვსედ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები ევროკავშირიდან, საქართველოდან და ცენტრალური აზიიდან; მართლმსაჯულების სისტემის, ბიზნესის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). მისი მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP).

„თბილისის არბიტრაჟის დღეები“ 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics