14:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 12:16:47, 715 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი გადამზადების პროცესს გაეცნო

დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან მამუკა ბერძენიშვილთან ერთად პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღას’’ ეწვია და პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სწავლის პროცესს დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, თემურ კახიძე პროგრამით მოსარგებლეებს სწავლის შესახებ გაესაუბრა. ბენეფიციარები, კმაყოფილებას გამოთვქვამდნენ და აღნიშნავდნენ რომ აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული განათლება მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„ვინაიდან აჭარისთვის პრიორიტეტი ტურიზმი არის, დასაქმების სააგენტოს მოვალებაა ხელი შევუწყოს ამ სფეროს განვითარებას. 2014 წელს სააგენტომ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სასტუმრო ბიზნესის განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარების შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა სასტუმრო და სარესტორნო სპეციალობებზე. დამსაქმებლები კი თავისი მხრივ პრეტენზიას კადრების პროფესიონალიზმზე გამოთქვამენ. აქვე აღნიშნავენ, რომ მათ არ ყოფნიდათ ფინანსური რესურსი არსებული კადრების გადასამზადებლად. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით დასაქმების სააგენტო დღეისათვის გადამზადების მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს“, - აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.

სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’ იმ პროფესიებში გადიან სწავლებას რომელებიც შრომის ბაზრის კვლევის შედეგად იქნა გამოვლენილი.

პროგრამის ფარგლებში სწავლება 15 ივნისს დაიწყო. 250 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდება: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი.

სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით სარგებლობენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილია ტრანსპორტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics