00:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 11:07:41, 1110 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით 13 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 13 318-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. 

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  კომპანიების მომსახურებები. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ. 

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისი ენერჯი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში არსებობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და  ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს კომპანიებს.

ეს კომპანიებია: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისი ენერჯი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი,   შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნე, შპს აკრიანი - 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +, შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა, შპს ყამარი, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი, შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი, შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი, შპს „სოგური.

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. 

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics