|
2019-10-09 15:44:16, 1764 ნახვა
საზოგადოება
მუშთაიდის ბაღში თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - „იმედის“ სარემონტო სამუშაოები იწყება
თბილისის მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ღირებულება კი ნახევარი მილიონი ლარია. „ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ცენტრით. იქ არის საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი. მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. განახლდება საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები და გასახდელი ოთახები“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ქალაქში მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გამგეობებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა რაიონში რაც შეიძლება მეტი სპორტული ობიექტი გაჩნდეს. „ეს შეიძლება იყოს საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ თავის რაიონში იყოს ასეთი ობიექტები. გარდა ამისა, ჩვენ მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ძალიან მალე ორ კონკრეტულ რაიონში წამოვიწყებთ. კერძოდ, დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გვსურს, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს ყველა რაიონში - მოეწყოს მულტიფუნქციური კომპლექსები, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო, სატრენაჟორო, ჭიდაობის დარბაზები, ასევე, ბიბლიოთეკა და კაფე იქნება. თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, თუ რომელი კომპანია შეასრულებს ამ პროექტებს.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)