|
2019-10-09 14:56:52, 2373 ნახვა
რეგიონი
რაჭის რეგიონში რთველი იწყება
კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ. ამბროლაურში, მევენახეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)