21:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 10:03:47, 1963 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ფოსტის დღე

„საქართველოს ფოსტა“, როგორც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, უერთდება მსოფლიო ფოსტის დღეს და მის აღსანიშნავად 9 ოქტომბერს  მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს, მთელი საქართველოს მასშტაბით ან ისარგებლოს გარე გამოყენების შემკრები საფოსტო ყუთებით.

 „ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასევე მინდა მივულოცო საქართველოს ფოსტის თითოეულ თანამშრომელს ფოსტის საერთაშორისო დღე და ვუსურვო წარმატება“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics