|
2019-10-08 16:07:10, 2861 ნახვა
ეკონომიკა
მეზღვაურთა მხარდასაჭერად და დასაქმების ხელშესაწყობად ვებ-პორტალი ამოქმედდა
საქართველოში მეზღვაურთა მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ვებ-პორტალი ამოქმედდა. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ვებ-პორტალზე მუშაობისას, დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა, გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები, ასევე გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება. „ვებ-პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი ვაკანსიების მოძიებას და მისცემს შესაძლებლობას პირდაპირ კომუნიკაციაზე იყვნენ დამსაქმებლებთან. თავის მხრივ, დამსაქმებლები ერთიან ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ ვაკანსიებს და უფრო მარტივად მოიძიებენ სასურველი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. სააგენტოს დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ექნებათ წვდომა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის. საიტი განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: (www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge)
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)