05:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 15:50:13, 1480 ნახვა

პოლიტიკა
„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას რეფორმატორულ საქმიანობას ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს

დასავლური გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი  წერს გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. გარდა ამისა, გამოცემა პრემიერის ბიოგრაფიას აღწერს და პოზიტიურად აფასებს მის რეფორმატორულ გამოცდილებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

„ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას“, - წერს „ვაშინგტონ თაიმსი“.

 

სტატია იხილეთ ბმულზე: www.washingtontimes.com/news





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics