|
2019-10-08 15:16:23, 1426 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველომ 3 ინდიკატორში საუკეთესო მონაცემები აჩვენა
2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ აღიშნული შეფასებით, საქართველო გამოკვეთილია ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების დონეზეა. „მმართველობის ეფექტურობის“ შეფასებისას (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას , მათ შორის 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა შორის აღსანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო კონკრეტულად “სახელმწიფო ბიუროკრატიის” მიმართულებით შეაფასა : 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ზედმეტი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 15-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. საქართველო ბიუროკრატიის ეფექტიანობით უსწრებს ევროკავშირის ისეთ წარმატებულ 13 ქვეყნას, როგორიცაა: ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი. ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია, და ა.შ. Economist Intelligence Unit-მა საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე ადგილზე გაიყვანა, ევროპაში კი 10-ე პოზიციაზე. საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)