21:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 14:36:13, 2021 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, ტაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებელს შუშანა ტარიელაძესა და დღვანის საჯარო სკოლის მასწალებელს თამარ ტაკიძეს პროფესიული დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

შუშანა ტარიელაძემ პროფესიული საქმიანობა ინწკირვეთის საჯარო სკოლიდან დაიწყო და ტაკიძეების საჯარო სკოლაში გააგრძელა. სხვადასხვა დროს ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, სამართალმცოდნეობას. 2012 წლიდან კი დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურება გულმოდგინედ და შესაშური ენერგიით, რისთვისაც არაერთი სიგელითა და მადლობის ბარათით არის დაჯილდოვებული. სერთიფიცირებული პედაგოგი ,,ესეების“ კონკურსის გამარჯვებული და პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელია. 2018 წელს გახდა წამყვანი, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან მიენიჭა მენტორის სტატუსი.                                                    

50 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა დამსახურებული პედაგოგი თამარ ტაკიძე. 70 წლის პედაგოგი პროფესიას პირველად ტაკიძეების საჯარო სკოლაში ეზიარა. ოჯახის შექმნის შემდეგ მოღვაწეობა დღვანის საჯარო სკოლაში გააგრძელა და დღემდე მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სერთიფიცირებულმა პედაგოგმა არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა. დიდია ასევე მისი წვლილი მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადებსა თუ სხვა კონკურსებში მოპოვებულ წარმატებებში.                                             

„ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. თქვენ ხართ ის ადამინები, რომლებსაც მომავალი თაობის სწავლა-განათლების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა გაკისრიათ, თქვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. ვულოცავ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს და პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მათ გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო შრომისთვის“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics