07:15 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 17:26:41, 2844 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - თბილისელებს ვუსურვებ, რომ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპისკენ

სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში  დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ  ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი  ორბელიანის მოედანზე  თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

 „თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ქალაქი იყოს კომფორტული, ბედნიერი, როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. მსურს ეს დღესასწაული თბილისის მერს მივულოცო. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ქალაქს შენი ხელი დაატყო. ეს მართლაც დასაფასებელია. თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით იმას, რასაც თბილისელობა ერქვა, ყოველთვის სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპის მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics