01:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 15:29:12, 2773 ნახვა

საზოგადოება
ლეგენდარული გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 

მანამდე შოთა რუსთაველის თეატრში მაესტროს სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და თაყვანისმცემლებმა მიაგეს.

თეატრიდან უკანასკნელ გზაზე გია ყანჩელი ტაშით გააცილეს. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული. 

გია ყანჩელი 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს კი იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics