07:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 17:24:37, 437 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: სათქმელი შესაბამისი სიმწვავით ითქვა

აბაშიძე-კარასინს შორის დახურულ კარს მიღმა 3 საათიანი მოლაპრაკება დასრულდა. როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხი იყო. აბაშიძე ირწმუნება, რომ ქართული მხარის სათქმელი, შესაბამისი სიმწვავით ითქვა.
"შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო.რაც მე ვნახე იქ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისთვის. მე მოვუწოდე ჩემს რუს კოლეგას, რომ მიიღონ ეს მხედველობაში და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა ეს პრობლემა მოიხსნას",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics