01:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 09:44:29, 1734 ნახვა

საზოგადოება
თბილისობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება.
კერძოდ, ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ, ან უკან დაბრუნდება.
20:00 საათიდან ევროპის მოედანი სრულად გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლებენ.
დღეს, 22:00 საათიდან, მუხიანის დასახლებაში, ნოდარ დუმბაძის ხეივანი გაცალმხრივდება და ტრანსპორტი იმოძრავებს ნოზაძის ქუჩაზე.
00:00 საათიდან კი გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო. ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ისინი სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით, ისნის მიმართულებით.
დაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.
5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით.
„თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე, 7 ოქტომბრიდან სარტანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ, საჭიროების შემთხვევაში კი პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics