|
2019-10-04 15:58:09, 3229 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა ის წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს აქვს ინვესტიციებისკენ სავალ გზაზე
პრემიერ-მინისტრისგან ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრომ, მივიღეთ კონკრეტული დავალება, გავააქტიუროთ კომუნიკაცია ბიზნესთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი" საუბრისას განაცხადა, მინისტრის თქმით, კომუნიკაცია უნდა მოხდეს არა ზოგადად ბიზნესთან, არამედ კონკრეტულ სექტორებთან, გამოიკვეთოს ის ძირითადი გამოწევები, რაც დღეს ბიზნესს უდგას და მოინახოს მათი გადაწყვეტის გზები. „ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს ეღობება ინვესტიციების განხორციელების გზაზე. ჩვენი სამინისტრო თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უნდა იყოს ქართული წარმოების დამცველი, ქომაგი და ლობისტი და ჩვენ ვამბობთ, რომ შევასრულებთ ამ საპატიო მისიას. სწორედ ამ მიზნით, მომავალი კვირიდან, ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესთან. პირველი შეხვედრა გაიმართება ყველა წამყვანი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან, რომელთაც გვინდა ვთხოვოთ, რომ წარმოადგინონ ის მთავარი 3-4 პრობლემა, რომელიც მათ წევრ-კომპანიებს აწუხებთ. ამის მერე კი უკვე დარგებს შევხვდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)