|
2019-10-04 13:44:45, 3117 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, დონეთ ვოლტონს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე. „ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და შემოსავალი. პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელმა, დონეთ ვოლტონმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს და მათი მიზანია, ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)