19:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:16:00, 1799 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ღვინის ფესტივალი“ ბრიტანეთის ქალაქებში იმართება

დიდ ბრიტანეთში „ქართული ღვინის ფესტივალი“ იმართება, რომელიც მოიცავს  დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია „Swirl Wine Group“.

„ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე გაიმართა ლონდონში და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების  და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის  წარდგენას ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯეიმი გუდი (Jamie Goode) უძღვებოდა.

ფესტივალს 7 ოქტომბერს ბრისტოლი და 8 ოქტომბერს მანჩესტერი უმასპინძლებს.

დიდი ბრიტანეთი არის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics