02:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:10:03, 1291 ნახვა

საზოგადოება
სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა

კახეთში სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა. ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს, ნორვეგიის, უკრაინის, ყირგიზეთის და მოლდოვას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს ეცნობოდნენ.

სემინარზე მხარეებმა გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) მეთოდოლოგიით ქვეყნების გეოსივრცითი მონაცემების ეროვნულ ინფრასტრუქტურას შეაფასეს და ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, შეფასებული ქვეყნების შესახებ ანგარიშები და სამოქმედო გეგმები მოამზადეს.

„საჯარო რეესტრი სივრცითი მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. სააგენტო, ასევე, კოორდინაციას უწევს უწყებებს  შორის სივრცითი მონაცემების გაზიარების პროცესს,  ამრიგად,  ამ სემინარზე მიღებული ინფორმაცია და აქ წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ.

სემინარზე წარმოდგენილ ქვეყნებში: საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ყირგიზეთში ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, სივრცითი მონაცემების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს მიერ სივრცითი მონაცემების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნორვეგიული მხარის დახმარებით,  პროექტი „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება.  პროექტის  აეროგადაღების მასალებზე დაყრდნობით,   ციფრული კარტოგრაფიული მასალის - ვექტორული, საბაზისო რუკის შექმნას ითვალისწინებს. საჯარო რეესტრთან ერთად,  პროექტის ფარგლებში წარმოებული საბაზისო გეოგრაფიული მონაცემები ყველა სახელმწიფო უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics