02:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 12:49:14, 1427 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიასაგან მოისმინა, თუ როგორ ემზადება ინსპექტორის აპარატი 2019 წლის 1-ლი ნოემბრისათვის, როდესაც შესაბამისი კანონი სრულად ამოქმედდება და აპარატიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, იმედოვნებს, რომ ამ რეფორმის შედეგად შექმნილი უწყება − სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი − ეფექტურად განახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და გარანტიებს, კერძოდ: ხელშეუხებლობას; დამოუკიდებლობას ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლებას პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობის პროცესში იუსტიციის სამინისტრომ კონსულტაციები გამართა საკითხით დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან, სფეროს ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტთან.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიას წარმატება უსურვა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე და დასძინა, რომ პენიტენციური სისტემა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურები ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლებენ ახალ უწყებასთან საქართველოში ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვის მიზნიდან გამომდინარე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics