02:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 18:19:22, 1218 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, ასევე, თვალამრიდისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერის თქმით, თამარ მეფის პანდუსზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„თამარ მეფის პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, სრულად ხდება აღნიშნული ჩამოსასვლელის რეაბილიტაცია - იცვლება საყრდენები და კოჭები, განათების ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშ განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება ახალი სანათები. არსებულ კლდეზე მხატვრული მინათებები გაკეთდება და საერთო ჯამში, კარგი პროექტი გამოვა. რაც მთავარია, პანდუსი იქნება მყარი და უსაფრთხო. პროექტის ღირებულება დაახლოებით, ორი მილიონი ლარია. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ახალი ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი ეწყობა, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 36 ერთეული კოჭი უკვე მოწყობილია. 

პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით, 1 836 543 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics