|
2019-10-02 11:52:52, 1052 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან. „მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის და ეს რა თქმა უნდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასათვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)