|
2015-07-15 11:07:32, 354 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. "10 ივლისს ბანერების უკანონო განთავსება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი კიდევ უფრო წინ გადაწევა, თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალზე და ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი სერიოზული დარღვევაა. ეს უკანონო ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებლებს, აზიანებს საერთაშორისო ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის და ნეგატიური გავლენა აქვს უსაფრთხოებაზე მთელ რეგიონში", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლიტვა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ. "მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ. შეასრულოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის უკანონო ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენას და მომავალში გაართულებს სრულფასოვანი დიალოგის განახლებას რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)