|
2019-10-02 10:13:04, 1568 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის
ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი ნიკა ლალიაშვილთან ერთად" სტუმრობისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ხელფასებს, პირველ რიგში, უზრდის მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან - ესენი არიან სასწრაფოსა და სოფლის ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები. „ჩვენ სახელმწიფოს ვიყურებთ როგორც სერვისების მიმწოდებელს. სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას, მოსახლეობის ჯანდაცვასა და მათ უსაფრთხოებას. შესაბამისად, მათთვის ხელფასების ზრდა ნიშნავს არა ბიუროკრატიასა და ჩინოვნიკებზე მიმართულ თანხებს, არამედ იმ კატეგორიის მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ზრუნავენ ჩვენს განათლებასა და ჯანდაცვაზე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან პენსიონერები, 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირები და მომავალ წელს მათთვისაც გაიზრდება პენსია.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)