|
2019-10-01 18:38:37, 1654 ნახვა
ეკონომიკა
კენეტ ენჯელი - OPIC-ის ინვესტიცია ფოთში ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი
„ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში და ინვესტიციას ვაჭრობაში. ახალი ტერმინალი საშუალებას მისცემს უფრო მსხვილ გემებს, შემოიტანონ ტვირთი ფოთში, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალს. OPIC-ის დაფინანსება „პეის ჯგუფს" საშუალებას მისცემს შექმნას მულტიფუნქციური ტერმინალი, უფრო დიდი, მოდერნიზებული პორტი კი გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული ტრანზიტული წერტილის პოზიციას", - ამის შესახებ OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა ფოთში „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ახალი ტერმინალის პროექტი ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება. როგორც კენეტ ენჯელმა აღნიშნა, OPIC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფინანსური ასპექტები, არამედ ის სარგებელი, რომელიც განვითარებას უკავშირდება პროექტის ფარგლებში. კენეტ ენჯელის შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს პროექტი ასევე შექმნის ძალიან ბევრ, მუდმივ სამუშაო ადგილს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისათვის. „OPIC-ის ინვესტიცია ახალი ტერმინალის ასაშენებლად წარმოადგენს აშშ-სგან მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს განვითარებისადმი. მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ფეის ჯგუფთან პეის ტერმინალის პროექტის ფარგლებში და მსურს აღვნიშნო, რომ „პეის ტერმინალის" წარმატება გულისხმობს საქართველოს წარმატებას“, - განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)