03:51 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 16:19:27, 1360 ნახვა

პოლიტიკა
გახარიამ მოქალაქეებს 7 წლის წინ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა მიულოცა

 „დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ მთავრობა ასე ღიად საუბრობს ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას თავის ვალდებულებად მიიჩნევს.

„დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რომლის შედეგებისა და მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics