03:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 18:53:39, 1659 ნახვა

საზოგადოება
1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება

„ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

ვიცე-მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს პოლიტიკური ოპონენტები. 

„არ მგონია, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან ეს ცოცხალი პროცესია. ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ეს მონაცემები ჩემთან გროვდება და იგი არ გამიცია, მით უფრო, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. აქედან გამომდინარე, რთულად დასაჯერებელია, რომ მათ რაიმე რეალური მონაცემი ჰქონდეთ და მასზე დაყრდნობით, სწორ განცხადებებს აკეთებდნენ“, - განაცხადა ხმალაძემ.

 თბილისის ვიცე-მერმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო  ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.

„აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა - მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics