18:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:12:32, 1628 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: 2020 წლის ბიუჯეტში კაპიტალური პროექტების დაჩქარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა გვექნება

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ეს აქცენტები და პრიორიტეტები, ცხადია, აისახა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტშიც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის  საკითხის განხილვისას.

ნათია თურნავამ 2020 წლის ორი ძირითადი საბიუჯეტო მიმართულება გამოყო: კაპიტალური პროექტების დაჩქარება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაგეგმილზე სწრაფად შეიქმნას, და  მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე გაკეთდება.

კონკრეტული პროგრამებიდან ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სამწლიან სამთავრობო პროგრამაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, პროგრამა 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება და პროგრამის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაემატება და ჯამში გაზიფიცირების ბიუჯეტი 60 მლნ ლარით გაიზდება.

„ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები -  ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა, გავუშვათ ბუნებრივი აირი. ეს ნიშნავს, რომ გაისად სულ მცირე 17 ათასი ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. მეორე მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics