|
2019-09-30 13:59:05, 1697 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს ეყრდნობა, რაც სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრაშია
მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის ბიუჯეტი „2020 წლის ბიუჯეტი არის „მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი", სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ უფრო მეტად და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რაც სოციალურ ნაწილში აისახება. მეორე პრინციპი არის ის, რომ ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებები - ეს არის კაპიტალური დანახარჯები. დანახარჯები ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირ ქვეყანაში გვაცხოვრებს და ეს ჩვენ მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. მესამე, მთავარი პრინციპი - ეს არის ეფექტური მმართველობა, რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ეკონომიკურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას. ეს სამი პრინციპი არის ის ქვაკუთხედი, რაზეც აშენდა ჩვენი ბიუჯეტი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)