04:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 10:11:52, 996 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია - მშობლები აქციას მართავენ

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშობლები აქციას მართავენ და მე-6 კლასელი მოსწავლის გარიცხვას ითხოვენ. 

კერძოდ, საქმე ეხება იმ მოსწავლეს, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ბულინგში ადანაშაულებს. მასწავლებელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, მასწავლებლის მტკიცებით, მოსწავლემ ის კიბიდან დააგორა, რის შემდეგადაც ნანა წიქარიშვილი [მასწავლებელი] კლინიკაში ტვინის შერყევით მოათავსეს. 

დღეს მოსწავლეების ნაწილი სკოლაში არ გამოცხადდა, ნაწილი კი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებს. ადგილზე შეკრებილი მშობლები აცხადებენ, რომ გოგონა მათი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, სკოლის ეზოში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ადგილზე გოგონას დედა გამოჩნდა. მასსა და სხვა მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მშობელი მისი შვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და მასწავლებელს ცილისწამებაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, ის სასამართლოში დავას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე რუსთავის მერი მივიდა. სკოლასთან ასევე იმყოფებიან პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

 

 

ინფორმაციას [ფოტო/ვიდეო] "ინფო რუსთავი" 2 ავრცელებს. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics