2019-09-30 02:06:04, 11373 ნახვა
ევროპის ამბები
მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს რომ ბაგრატის ტაძარი ააშენა და 600 სხვა ეკლესია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მისი ინიციატივით 600 ეკლესია აშენდ მათ შორის ბაგრატის ტაძარი. - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
"600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის -ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან