|
2019-09-30 00:36:31, 1846 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული,ქრისტიანული ფასეულობებისგან
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. - ამის შესახებ სააკაშვილმა "ტელეკომპანია მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანულია. ”რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან. მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი.ბოკერია არის ყველაფერი რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მითხველის ინფორმირებულობისთვის: ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს - 12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ - 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მცირეოდენ შემცირდა (მაგალითად, 2011 წელს 24,391,700 ლარი, 2012 წელს 22,800,000 ლარი). ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 2006-2012 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიხარჯა 8,388,200 ლარი; ორგანიზაცია მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპატრიარქოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10,401,087 ლარი გამოუყო, საიდანაც ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2,170,290 ლარი დაიხარჯა; 2011-2012 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფინანსურმა დახმარებამ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიისათვის 600,000 ლარი შეადგინა. ამას გარდა, 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს საპატრიარქოსთვის პრეზიდენტის, ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ უფასოდ ან ერთ ლარად გადაცემული ქონების ჩამონათვალს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)