|
2019-09-28 16:47:32, 2923 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. ფინანსთა მინისტრი გაესაუბრა ტრენინგების მონაწილეებს და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. როგორც მან აღნიშნა, აკადემიის საქმიანობა მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრთან ერთად, სასწავლო პროგრამების მონაწილეებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, 2018 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა და აღნიშნული პერიოდიდან ხორციელდება სასერტიფიკატო, საერთაშორისო და სტაჟირების სხვადასხვა ტრენინგპროგრამები, რომელთა ძირითადი მიმართულებებია: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახადო კანონმდებლობა, მენეჯმენტი და უნარ-ჩვევები. აკადემიის სერვისების მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. აჭარის რეგიონში უკვე ჩატარდა ტრენინგკურსების საჭიროებათა ანალიზი, სადაც გამოიკვეთა სხვადასხვა საბიუჯეტო თუ კერძო ორგანიზაციების თანამშრომელთა გადამზადების საჭიროებები. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული ტრენინგების განსაზღვრასა და მოთხოვნაზე. ზემოაღნიშნულის გარდა, აკადემია მხარს უჭერს ახალგაზრდების დასაქმებასა და პროფესიულ ზრდას შესაბამისად, ბათუმის ფილიალში განხორციელდა სტუდენტური პროექტი აწარმოე საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობით - „დაიწყე და განავითარე ბიზნესი“. ასევე, დაგეგმილია 2 პროექტი: დებატები ეკონომიკურ საკითხებზე და სამუშაო შეხვედრები ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. აკადემიამ გაიარა აკრედიტაცია საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში, რაც შესაძლებლობას აძლევს აჭარის ფილიალს მოემსახუროს საჯარო მოხელეებს უნარ-ჩვევების ტრენინგების მიმართულებით. აკადემია, ასევე, ჩართულია კონკურენციის სააგენტოს პროექტში - „საქართველოს რეგიონების საბიუჯეტო სექტორის გადამზადება კონკურენციის სამართლის საფუძვლებში“, რომელიც განხორციელდა აჭარის და გურიის რეგიონებისთვის ბათუმის ფილიალში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ხორციელდება არაერთი პროექტი რეგიონული ერთეულების განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულების პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივ რეჟიმში ტარდება ტრენინგები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ფილიალში აქტიურად მიმდინარეობს კადრების შესარჩევი კონკურსებისთვის პროფესიული და საკვალიფიკაციო ტესტირებები. გარდა ამისა, აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ამჟამად ამზადებს დაინტერესებულ პირებს ბუღალტერიის და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, აკადემია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ახორციელებს ღია ლექციების კვირეულს, სადაც მონაწილეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
(NS)
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)