2019-09-28 10:01:20, 2986 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.9552 ლარი ღირს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.9552 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9808 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0256 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება დღეს 3.2286 ლარი იქნება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2571 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0285 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,