|
2019-09-27 17:41:30, 3463 ნახვა
საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა საყვარელი მწერალი ვერ დაასახელა [ვიდეო]
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მამუკა ვასაძემ საყვარელი მწერალი ვერ დაასახელა. შესაბამისი კითხვით ვასაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მიმართა: „მე მგონია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატი მხოლოდ კანონებსა და კოდექსს კი არ უნდა ფლობდეს, არამედ სხვა მხრივაც უნდა ჰქონდეს ინტერესი. ალბათ გიყვართ კლასიკური ლიტერატურა და იქნებ დაგვისახელოთ თქვენთვის ახლობელი მწერლები ვინ არიან, რომელთაც რაღაც ბიძგი მოგცეს ცხოვრებაში. არის ბევრი ისეთი ნაწარმოებები, რომელიც, სწორედ, თქვენ პროფესისასთან ახლოს არის და იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე მწერალი და ამით თქვენი პორტრეტი საზოგადოებისთვის სრულყოფილი გახდეს“, - მიმართა ქანთარიამ მოსამართლეობის კანდიდატს. დეპუტატის კითხვას ვასაძემ ასე უპასუხა: „პირდაპირი ტექსტით რომ გითხრათ ჩემს წინაპრებში არცერთი პირი პროკურატურის, არც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ ყოფილა. სხვა პროფესიას ემსახურებოდნენ. ძირითადად იყვნენ მასწავლებლები და ასე შემდეგ. მე ვარ სანათესაოში პირველი პირი, რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებში და შემდეგ უკვე პროკურატურაში მსახურობდა. ასე რომ რამე კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი, თუმცა საერთო ჯამში, ალბათ ყველაფერმა ერთად განაპირობა ალბათ სურვილი, წყურვილი და ასე შემდეგ... იურიდიულ პროფესისას რომ ეუფლები სამი მიმართულებაა: ადმინისტრაციული, სისხლი და სამოქალაქო“, - უპასუხა ვასაძემ დეპუტატს. ამის შემდეგ ქანთარიამ კითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ე.ი. ვერცერთ მწერალს ვერ დამისახელებთ კონკრეტულს, „დანაშაული და სასჯელი“ ამდაგვარის ავტორსაც ვერა?!“, რაზეც ვასაძემ განმარტა, რომ ასეთი ბევრია, თუმცა კონკრეტულად ვერავის გამოყოფს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)