|
2019-09-27 13:43:13, 2450 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: გამბედაობა არ მაკლია და ბესელიას ძალითა და გამბედაობით არ ჩამოვუვარდები
გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა. ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკა ბესელიასა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედროს დროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის თემა განიხილებოდა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებზეც იყო, რაც ორი ადამიანის დახურული შეხვედრაა და საუბარს არ აპირებს. „სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. მე და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა. პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ კანონი პარლამენტს უნდა მიეღო, ხანგრძლივი, რთული პროცესი უნდა ყოფილიყო კანდიდატების დანიშვნა. ჩემს მიმართ კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც. შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებზეც იყო, რაც არის ორი ადამიანის დახურული შეხვედრა, სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. თუ საჭიროდ ჩათვლიან, საუბარი ორივეს შეუძლია, არც ერთს არ აქვს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა და შეუძლიათ, დანარჩენ დეტალებზე ისაუბრონ. ჩემთვის ამოცანა ეს არის, დანარჩენი პოლიტიკურ კონკურენციაში ვინ როგორ შედის, ვინ რა პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაშია ერთმანეთთან, ჩემი საქმე არ არის. მთავარია, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, გასაუბრებას, ვინ როგორ გაუმკლავდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს , რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერა მოსთხოვა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ იმ დროისთვის წარმოდგენილი 10-კაციანი სიიდან, სულ მცირე 5 მოსამართლის დამტკიცება უნდა მომხდარიყო.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)