|
2019-09-27 13:19:33, 1727 ნახვა
საზოგადოება
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება
„თბილისიმარათონი2019“-დან გამომდინარე, 29 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მოძრაობის შეზღუდვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება: ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N50 და N71 კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდებიან. ხოლო, ავტობუსები N44, N55, N80 და N102 კრწანისის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ ჰოლბრუკის ქუჩაზე, შემდეგ ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ანალოგიურად, N31 ავტობუსიც კრწანისის მოედნიდან გაივლის ჰოლბრუკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს, რის შემდეგაც მოძრაობას განაგრძობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და კვინიტაძის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირზე მოხვდება. ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან. ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ნიკო ფიროსმანის, ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით. ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს. აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)