|
2019-09-27 12:52:08, 1929 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია აცხადებს, რომ მოსამართლეობის 5 კანდიდატის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა ივანიშვილმა მოსთხოვა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იმ შეხვედრას იხსენებს, სადაც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერა მოსთხოვა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ იმ დროისთვის წარმოდგენილი 10-კაციანი სიიდან, სულ მცირე 5 მოსამართლის დამტკიცება უნდა მომხდარიყო. „შეხვედრა შედგა, ოთხშაბათი იყო ზუსტად მახსოვს, დილა. სწორედ იმ შეხვედრაზე იყო საუბარი, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ იქნებ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა იმ 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე,რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი. მე მიმაჩნდა, რომ ის სია მთლიანად მიუღებელი იყო აბსოლუტურად, თავისი შინაარსით და ბიოგრაფიით. იქ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ წარსულის ძალადობრივ სისტემას ამყარებდნენ. პროცედურაც აბსოლუტურად უკანონო იყო“, - განაცხადა ბესელიამ. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრას თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. „ქალბატონი ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს თუ არ დაადასტურებს, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს განსაკუთრებულ გამბედაობას გამოიჩენს, ამაშიც გავუგებ მას, როგორც ქალი. მე ვერ მოვთხოვთ სხვას განსაკუთრებულ გმირობას და ვერც იმას მოვთხოვ, რა გზასაც ეხლა მე გავდივარ, ეს გზა გაიაროს. მესმის რომ მას უწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ამის მაგალითი იყო იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არ გაპროტესტება იმისა, რაც მოხდა ამ პროცეში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)