08:11 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 15:15:17, 415 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: რაც უფრო მეტ არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი, საქართველო მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს

"რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი, საქართველო საბოლოოდ, საკუთარ  მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს",-ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის  მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიზნის მისაღწევად  მყარ,  მკვეთრ პოლიტიკას ახორციელებს.
"ეს არ არის ბორდერიზაციის პროცესი, ეს არის მცოცავი ანექსია, ოკუპაციის გაგრძელება, რაც საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო, 2008-ში აქტიური ფაზა მიიღო, და იმის შემდეგ ყოველდღიურად რაღაც მასშტაბით და დოზით ხდება. პროცესი სამწუხაროა,ძალიან მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის მყარ, მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ საბოლოო მიზნამდე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთო დღის წესრიგის  ნაწილი, რომლითაც მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, არაფერი გამოვა.ასეთი ქმედებები ნამდვილად არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური იქნება პასუხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან და რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი, საქართველო საბოლოო ჯამში თავის საკუთარ მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics