|
2019-09-26 17:46:53, 1979 ნახვა
პოლიტიკა
„ნუ იჯგიმები“ – „ჩემს მოთმინებას ნუ ცდი“ - ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთამენთს სიტყვიერად დაპირისპირდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს უსმენენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური სხდომაზე ეკა ბესელიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც განცხადების გაკეთებისთვის მიკროფონის ჩართვა სთხოვა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ თუ ბესელია კიდევ ერთხელ ჩაშლიდა სხდომას, ის იძულებული გახდებოდა მისთვის დარბაზი დაეტოვებინა „პატივი ეცით პროცესს, მოსამრთლეობის კანდიდატია წარმოდგენილი და თქვენ კოლეგა სვამს შეკითხვას, თქვენ მოგვარგოთ წესები?! ჯერ დაასრულებს კანდიდატი სიტყვას და მერე მოცემთ საშუალებას განცხადება გააკეთოთ. უხერხულია. თუ არ იცავთ წესებს, მაშინ რეგლამენტი მოქმედებს. გაფრთხილებთ, რომ დაიცვათ წესი და დაემორჩილოთ პარლამენტის რეგლამენტს“, - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას. თავის მხრივ დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის მოთმინებას ნუ გამოცდიდნენ. „რას მაფრთხილებ, გამყვან დარბაზიდან თუ რას გააკეთებ?! მე გაფრთხილებ რომ მოიქცე წესიერად და მე თუ გაფრთხილებ ე.ი. გამკეთებელიც ვარ და არაფრის თავი რომ არა გაქვს, ნუ იჯგმები“, - უპასუხა ბესელიამ. სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა და ოხანაშვილმა ბესელიას მოუწოდა რეგლამენტი დაეცვა. „გააკეთეთ რისი გაკეთებაც გინდათ, ნუ იმუქრებით, წესიერად მოიქეცით. განცხადებას გააკეთებთ მაშინ, როცა სხდომის თავმჯდომარე ჩათვლის საჭიროდ. ქუჩაში არ ვართ, პარლამენტის რეგლამენტს ვიცავთ და პატივი ვცეთ. თქვენ არ ხართ გამონაკლისი“, - მიმართა ოხანაშვილმა. საბოლოოდ ეკა ბესელიას განცხადების გაკეთების საშუალება მაინც მიეცა: „პირველი რაც მინდა, რომ გაფრთხილების სახით გითხრა, პირადად შენ, რომელსაც მიჰყავს ეს სხდომა და ახლა ნუ დამიწყებ საუბარს, რომ თქვენობით მოგმართო, როგორც ბექა ნაცვლიშვილის ელაპარაკებოდი გუშინ. კეთილი ინებე და ეს პროცესი უზრუნველყავი ისე, რომ ეს პროცესი წარიმართოს მშვიდად. ამისი უზრუნველყოფა უნდა მოახდინო. არა პროვოკაციული ქცევებით, არამედ ნორმალური წესებით. როცა არის ამის წინაპირობა, ჩვენგანაც არის ადეკვატური პოზიცია. ამიტომ მე პირადად გაფრთხილებ, რომ წაიყვან ამ პროცესს ნორმალურად. ამ ქვეყნის მომვლისთვის იმდენი ვიბრძოლეთ ჩვენ რომ აქამდე მოგიყვანეთ. მანდ რომ ზიხარ, ჩვენი დამსახურებით ზიხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს მოთმინებას თქვენ ნუ ამოწმებთ. არ ვაპირებ პროვოკაციების მოთმენას. მიკროფონის გარეშე მიაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას თუ მიკროფონით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე დიდი გამოცდილება მაქვს ბრძოლის“, - აღნიშნა ბესელიამ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დაპირისპირება ამოწურულია.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)