2019-09-26 17:05:00, 2604 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, 1 თეთრით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9808 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9737 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0071 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2571 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2684 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0113 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,