|
2019-09-26 16:04:54, 4246 ნახვა
რეგიონი
27-29 სექტემბერს, ბათუმში კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2019“ გაიმართება
27-29 სექტემბერს, 09:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მეოთხედ გაიხსნება ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია ჯეოანესთეზია 2019. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები. ჯეოანესთეზია 2019 უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან საფრანგეთი, აშშ, საქართველო, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და ა.შ. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ვორქშოპი. ჯეოანესთეზია 2019 არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება აჭარის მთავრობის პატრონაჟით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ში და უფლება აქვს გასცეს კრედიტ ქულები. გარდა ამისა, გამოიცემა სტატიებისა და თეზისების კოლექცია სამეცნიერო პროგრამასთან ერთად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2lo29ue
(NS)
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)