13:01 - 07 Nov, 2026
|
2019-09-26 14:54:25, 19548 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ჩაარტყა - ხმაური პარლამენტში [ვიდეო]
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამარლეობის კანდიდატს უსმენენ. თავდაპირველად ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა. ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას მისამართით შემდეგი შინაარსის რეპლიკა გააჟღერა: "ბესელიას მორალი". ამ რეპლიკამ ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ის ზარდიაშვილთან მივიდა და სახეში ჩაარტყა. ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს "ნაძირალა" და "ადეიშვილის ხელის ბიჭი" უწოდა. სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა მანდატურს მოუწოდა ეკა ბესელია დარბაზიდან გაეყვანა და შესვენება გამოაცხადა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)