05:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 14:06:58, 1900 ნახვა

საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძისთვის 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსამართლების კანდიდატს კითხვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურუდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუსვა.

გოცირიძემ მას კითხვა გაუმეორა და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნა ერემაძემ, რომ 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

რომან გოცირიძე: 17 მაისი თქვენთვის რა დღეა?

მირანდა ერემაძე: 17 მაისი, მივხვდი საით მიგყავთ შეკითხვა, არის ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე.

რომან გოცირიძე: ოღონდ არ არის მთავრობის მიერ დაწესებული ოფიციალური დღესასწაული. მაგრამ რატომ არ ამბობთ, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე?

მირანდა ერემაძე: დიახ, ესეც არის

რომან გოცირიძე: თქვენ რომელს აღიარებთ ამ ორიდან?

მირანდა ერემაძე: მაინცდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ერთ-ერთს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის გასაწყვეტილებაში და მის გადაწყვეტილებას პასუხი უნდა ვცეთ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics