14:06 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 11:50:11, 5180 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი „საქნახშირზე“: აუცილებელია, რომ თითოეულმა ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ტყიბულში, მეშახტეების გაფიცვას ეხმაურება.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, თითოეული ბიზნესი ვალდებულია ადამიანის უფლებებს პატივი სცეს და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა სტანდარტი დაიცვას.

კითხვაზე - რა პასუხს გასცემდა მთავრობა "საქნახშირს" იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის კომპანია ხელისუფლბას უსასყიდლოდ გადასცეს, წულუკიანმა ასე უპასუხა:

"როდესაც კომპანია სახელმწიფოს ეუბნება, რომ ვერ ვმართე ბიზნესი და მზად ვარ უსასყიდლოდ დაგითმო, ეს არ არის სერიოზული განცხადება. ეს პრობლემის თავიდან მოშორებას უფრო ჰგავს“.

წულუკიანის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის ინსტრუქციით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ჩავა და ამოსავალი წერტილი ტყიბულელების უფლებების დაცვა იქნება.

"ეს მშრომელი ადამიანები ითხოვენ, მათი დამსაქმებლისგან უსაფრთხო შრომის პირობებს, ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას. ამ პრიორიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაცვა იქნება მთავარი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელია ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ბიზნესის საქმიანობას ხელი შეეწყოს, ბიზნესი გახდეს თავისუფალი და შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი, სანაცვლოდ აუცილებელია, რომ თითოეულმა ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეასრულოს, როგორც უსაფრთხო შრომის სტანდარტი, ასევე ფინანსური ვალდებულებები", - ამბობს ვიცე-პრემიერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics