01:59 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 18:02:41, 1661 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: მგონი ცოტა ხანში ზურაბიშვილი გამოვა და იტყვის, ვინ შეიწყალა ესენიო და დაგმობს საკუთარ საქციელს

მემგონი ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილი გამოვა და თვითონ იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენი და თვითონაც დაგმობს მის საქციელს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

 როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად გასარკვევია, თუ როგორ მივიდა პრეზიდენტი იმ ზომამდე, რომ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა.

სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე გამოძიება რამე შედეგზე თუ გავა, რადგან ბევრი ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. თუნდაც მუხთარლის საქმე რომ ავიღოთ, ადამიანი კამერების თანდასწრებით, შუადღეს ქალაქიდან გაქრა და ამაზეც კი არა გვაქვს პასუხი. შესაბამისად, მე არ ველოდები, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი დადგება ამ გამოძიების შემდეგ და ძალიან გამოხარდება თუკი ვცდები. მაგრამ თუ არ დადგება კონკრეტული შედეგი გამოძიების შედეგად, ჩვენი მომდევნო გეგმა ეს არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. რა თქმა უნდა, არის ასეთი გარეგნული შთაბეჭდილება, რომ იბარებენ მოწმეებს, პროკურატურაში არის დიდი მიმოსვლა და ერთმანეთის მიყოლებით უმრავლესობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ გმობენ სალომე ზურაბიშვილის ქმედებას და მემგონი ცოტახანში სალომე ზურაბიშვილი გამოვა და თვითონ იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენი და თვითონაც დაგმობს მის საქციელს, ამასაც კი ველოდები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის გამოწვეული იმით, რომ საზოგადოებას ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა ამ შეწყალებებზე და შესაბამისად, ამ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლიდან გამომდინარე არის ის „ფაციფუცი“ ბატონი ნარმანიას ტერმინი რომ ვიხმარო, რომელიც არის შექმნილი პროკურატურაში“, - განაცხადა ნადირაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics