00:52 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:14:54, 955 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა და არჩილ თალაკვაძემ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ადგილზე გაეცნენ.

„წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება ბათუმი, აჭარა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფერს მოაქვს ახალი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები. აქ ვითარდება ცხოვრების დონე, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან აქტიურად არის ჩართული ხელისუფლება ბიზნეს სექტორთან პროექტების განხილვაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დინამიური გახდება" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმს მალე UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

ასევე, აქტიურ სტადიაზეა 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ტურიზმის მიმართულებით, ამას მოწმობს რეგიონში მიმდინარე კონკრეტული პროექტები. აჭარაში ხორციელდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია, რასაც წლის ბოლომდე დაემატება მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში უკვე განახლდა ერთი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეჩერებული" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესვე, მთავრობის წევრებმა წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რისთვისაც  „ქართუ ფონდის" მიერ 700 000 ლარია გამოყოფილი.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით. წელს „ფონდი ქართუს" მიერ ძეგლების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics