|
2019-09-25 10:05:58, 1088 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ახალ კანონპროექტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ," რომელიც დაადგენს ენერგეტიკულ სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს. იგი ასევე ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს მომხმარებლებისთვის, დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პირველი მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ჩამოყალიბებას, გახსნას, განვითარებასა და ინტეგრირებას. „ამ ინიციატივის მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკის ბაზარი. ის ითვალისწინებს ახალი, ე. წ. სათამაშო ველის შექმნას ენერგეტიკის სექტორში, აყალიბებს იმ მოთამაშეებს, ბაზრის მონაწილეებს, რომლებმაც ამ სახეცვლილ ენერგეტიკულ სექტორში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩამოწერილი და განსაზღვრულია, რა ფუნქციები ექნება თითოეულ მათგანს, რადგან კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ენერგომიწოდებისა და განაწილების საქმიანობის გამიჯვნა და ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი იყოს გახსნილი" - განაცხადა მედიასთან საუბრისას დავით თვალაბეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, აწესრიგებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)