|
2019-09-24 12:59:16, 1043 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს. აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, რის უზრუნველსაყოფად რეგიონული მნიშვნელობის არაერთი პროექტი ხორციელდება. შეხვედრისას, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. „ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და ვართ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)