|
2019-09-24 12:44:39, 933 ნახვა
საზოგადოება
ღია შეხვედრების ფარგლებში ქობულეთის მოსახლეობას თეა წულუკიანი და თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ
ღია შეხვედრების ფარგლებში ვიცე პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ. შეხვედრები გაიმართა სოფელ ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას მოსახლეობასთან. შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები - ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში, ქობულეთის თვითმმართველობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „ღია შეხვედრები" საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება და შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, მიწების განაწილების საკითხი დასახელდა. თეა წულუკიანმა მოსახლეობას ის დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელსაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად, მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად, სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)