05:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 10:35:45, 942 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს.

საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებს.

„ვფიქრობ, 2019 წელი მნიშვნელოვანი თარიღია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს შექმნის 70, ხოლო ევროპის საბჭოს კონგრესის დაფუძნების 25 წლისთავს. წელს ასევე სრულდება 20 წელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სფეროში. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას, რომლის განხორცილებაში ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კონგრესის მონაწილეობა და წარმატებული თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის გაგრძელება", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

კახა კალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანდრეას კიფერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს აქტიური ურთიერთთანამშრომლობისთვის. მან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების პროექტების განყოფილების უფროსი მარიტე მორასი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები - ბექა დავითულიანი და თამარ ტალიაშვილი, რომელიც ასევე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ხვალ გაიმართება ევროსაბჭში საქართველოს გაწევრიანების იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics